ინფორმაცია
ძიება

ჩვენს შესახებ

კომპანია „ჯეო-კოოპ“  გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2009 წლის ივნისში.
ჩვენი უმთავრესი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას დროულად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მომხმარებელთა ყველა ფენისათვის.
კომპანია„ჯეო-კოოპ“ თავისი არსებობის არც თუ ისე დიდი ისტორიის მანძილზე, შეძლო სოლიდური პარტნიორის იმიჯის დამკვიდრება. დღეისათვის, „ჯეო-კოოპ“-ი ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, როგორებიცაა: coopoliva (ესპანეთი), ponti (იტალია), monini (იტალია), kalamata (საბერძნეთი), lutosa (ბელგია),  la espanola (ესპანეთი), la molisana (იტალია),  luglio (იტალია), olymp (საბერძნეთი), kühne (გერმანნია),  chainkwo (ჩინეთი) და სხვა.

კომპანიას გააჩნია 1800-მდე აქტიური სავაჭრო წერტილი. კლიენტებს კონსულტაციას უწევს და ემსახურება
40-ზე მეტი კვალიფიციური სავაჭრო წარმომადგენელი, რომლებიც რეგულარულ კავშირს ინარჩუნებენ კლიენტებთან გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას ჩვენი პროდუქციის, მისი ვარგისიანობის,  შენახვის პირობების შესახებ, ასევე დაგეხმარებიან შეკვეთის ოპტიმალური მოცულობის ფორმირებაში.

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე თანამშრომელი. ფირმის ძირითად ბირთვს წარმოადგეს ახალგაზრდა და ენერგიული კადრები, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე.

საკუთარი სასაწყობე კომპლექსის საერთო ფართი 5100 კვ./მ. შეადგენს, მათ შორის მშრალი საწყობი 2300 კვ./მ და სამაცივრე საწყობები 500 ტონზე. პროდუქციის უსაფრთხო შენახვა უზრუნველყოფილია ვენტილაციის საშუალებით, ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების ხარჯზე; ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები დამონტაჟებულია როგორც საწყობის შიგნით, ისე კომპლექსის ტერიტორიაზე; დაცვის სამსახური მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში.
კომპანიის საკუთარი ავტოპარკი აღჭურვილია ავტომატური ამწე-სატრანსპორტო მწყობილობებით.
ოფისისა და საყობის ერთი ტერიტორიის ფარგლებში განთავსება იძლევა პროდუქციის ოპერატიულად გაგზავნის საშუალებას.

კომპანია „ჯეო-კოოპ“ თავისი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა პატიოსანი გადასახადის გადამხდელის იმიჯი.
 

კომპანია „ჯეო-კოოპ“ მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.