ინფორმაცია
ძიება

წყალმედეგი საშუალება 100% სინთეტიკური ქსოვილებისათვის

ბრენდი: HG
პროდუქტის კოდი: 8711577212926

მოკლე აღწერა


გესაჭიროებათ წყალმედეგი სინთეტიკური ქსოვილი? საშუალება შემუშავებული იყო სპეციალურად იმისათვის, რომ პოლიამიდის, პოლიეთერის, ნეილონის და სხვა 100% სინთეტიკური ქსოვილი გვექცია წყალ და ჭუჭყმედეგად. ეს პროდუქტი ასევე უხდება ... კითხვის გაგრძელება...

მოკლე მახასიათებლები


მოცულობა - 300მლ
მწარმოებელი ქვეყანა - ნიდერლანდები
გამოყენების ადგილი - ტექსტილი
პროდ. ტიპი - დამცავი საშუალება
განკუთვნილია - სინთეტიკური მასალა
ყველა მახასიათებლის ნახვა

29.20₾

  • ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია

გესაჭიროებათ წყალმედეგი სინთეტიკური ქსოვილი? საშუალება შემუშავებული იყო სპეციალურად იმისათვის, რომ პოლიამიდის, პოლიეთერის, ნეილონის და სხვა 100% სინთეტიკური ქსოვილი გვექცია წყალ და ჭუჭყმედეგად.

ეს პროდუქტი ასევე უხდება სათხილამურო და საწვიმარი ტანსაცმლის დამუშავებას, ასევე საბაღე ავეჯის გადასაფარებლებს.  

 

გამოყენების ინსტრუქცია:

 

ხელით რეცხვა:

1. დასამუშავებელი ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.

2. შეავსეთ სათლი ან აბაზანის ნიჟარა დაახლოებით 6 ლიტრი წყლით.

3. ჩაასხით ბოთლის შიგთავსი ამ წყალს.

4. ჩადეთ ტანსაცმელი ხსნარში და მუდმივად გადააბრუნეთ 15 წუთის განმავლობაში.

5. გაავლეთ ცივ წყალში.

6. პროდუქტის ეფექტი იზრდება სითბოს გავლენის ქვეშ. ამიტომ გააუთოვეთ ქსოვილი, სანამ ის ბოლომდე გაშრება. წინასწარ შეისწავლეთ ტანსაცმლის მოვლის ეტიკეტი, რომ დარწმუნდეთ, რომ შესაძლებელია მისი გაუთოვება ან რეცხვა სარეცხ მანქანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დაკიდეთ ტანსაცმელი სარეცხის თოკზე.
 

მანქანით რეცხვა:

1. დასამუშავებელი ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.

2. სარეცხი მანქანის ფხვნილის განაყოფი უნდა ბოლომდე გასუფთავებული იყოს სარეცხი საშუალებების ნარჩენებისგან, ვინაიდან ისინი ამცირებენ წყალმედეგი ხსნარის ეფექტს.

3. შეარჩიეთ მუქი ტანსაცმლის რეცხვის პროგრამა (წინასწარი რეცხვის გარეშე) ან დელიკატური ქსოვილის ან ბამბის რეცხვის პროგრამა, ასევე წინასწარი რეცხვის გარეშე, თუ ეს მითითებულია ტანსაცმლის ეტიკეტზე. არ დაამატოთ საერთო საშუალება ან სარეცხის კონდიციონერი.

4. ჩართეთ მანქანა და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაამატეთ მთლიანი ბოთლის შიგთავსი წყალში, რომელიც მიედინება სარეცხი ფხვნილის განაყოფში. თუ თქვენ არ დაიცდით 15 წამის განმავლობაში და დაამატებთ პროდუქტს ძალიან ადრე, ის შესაძლოა პირდაპირ კანალიზაციაში მოხვდეს, რადგან სარეცხი მანქანა ახალი პროგრამის მუშაობის პირველი რამოდენიმე წამის განმავლობაში ღვრის წყალს კანალიზაციაში.

5. დაელოდეთ ციკლის დასრულებას.

ამ პროდუქტის ეფექტი იზრდება სითბოს გავლენის ქვეშ. ამიტომ გააუთოვეთ ქსოვილი, სანამ ის ბოლომდე გაშრება ან გააშრეთ ის სარეცხ მანქანაში.

 წინასწარ შეისწავლეთ ტანსაცმლის მოვლის ეტიკეტი, რომ დარწმუნდეთ, რომ შესაძლებელია მისი გაუთოვება ან რეცხვა სარეცხ მანქანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დაკიდეთ ნაკეთობა სარეცხის თოკზე.  

Products
მოცულობა 300მლ
მწარმოებელი ქვეყანა ნიდერლანდები
გამოყენების ადგილი ტექსტილი
პროდ. ტიპი დამცავი საშუალება
განკუთვნილია სინთეტიკური მასალა
მსგავსი პროდუქტები