მოკლე აღწერა
ხსნარი ოთხი ერთში იცავს მას ჭუჭყისა და ლაქებისგან. ხსნარი ოთხი ერთში არის წყალზე დამზადებული თანამედროვე საშუალება ნატურალური და შეღებილი ტყავის ნაკეთობების მოსავლელად (ავეჯი, პორტფელები, ჩანთები და ა.შ.). ეს საშუალება ა... კითხვის გაგრძელება...
მოკლე მახასიათებლები
- ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია
ხსნარი ოთხი ერთში იცავს მას ჭუჭყისა და ლაქებისგან. ხსნარი ოთხი ერთში არის წყალზე დამზადებული თანამედროვე საშუალება ნატურალური და შეღებილი ტყავის ნაკეთობების მოსავლელად (ავეჯი, პორტფელები, ჩანთები და ა.შ.).
ეს საშუალება არ გამოიყენება ზამშის და ნუბუკის ზედაპირებისთვის. საშუალება კვებავს ტყავს, იცავს მას გაშრობისა და გასკდომისაგან მზეზე და მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის ქვეშ.
საშუალება ტოვებს ზედაპირზე თხელ ფენას, რომელიც ეხმარება ტყავს „სუნთქვაში“ და ხელს უწყობს მის ადვილ წმენდას ძლიერი დაბინძურებისაგან (მაგალითად, პასტის ნაწერისაგან) .
გამოყენების ინსტრუქცია:
1. წინასწარ გაწმინდეთ დასვრილი ან სხვა ხსნარებით დამუშავებული ტყავი მისი საწმენდი ხსნარის მეშვეობით.
2. დააცადეთ გაწმენდილ ზედაპირს ბოლომდე გაშრობა (დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში). კარგად შეანჯღრიეთ საშუალება გამოყენების წინ.
3. დაასველეთ ღრუბელი ან რბილი ქსოვილის ხელსახოცი ბუსუსების გარეშე და აკურატულად დაამუშვეთ ზედაპირი. ხსნარის ზედმეტობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოაშორეთ ის ზედაპირს.
4. დაახლოებით 10 წუთის შემდგომ აკურატულად გააპრიალეთ ზედაპირი ქსოვილის ნაჭრით.
5. ხსნარი ოთხი ერთში იცავს ტყავს მასში ჭუჭყის მოხვედრისაგან და ხელს უშლის მის გამოშრობას.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ საშუალება 2-3 თვეში ერთხელ, ტყავის ტიპიდან, გარემო პირობებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
საშუალების გამოყენებებს შორის შუა პერიოდში რეგულარულად გაწმინდეთ ტყავის ნაკეთობები ნამიანი ქსოვილით ბუსუსების გარეშე.
Products | |
მოცულობა | 250მლ |
მწარმოებელი ქვეყანა | ნიდერლანდები |
გამოყენების ადგილი | ტყავის ნაწამრი |
პროდ. ტიპი | საწმენდი საშუალება |
განკუთვნილია | ტყავი |