ინფორმაცია
ძიება

კაკაოს კარაქი და შიის კარაქის ნაკრები "Extra Virgin"

ბრენდი: COCONUTA
პროდუქტის კოდი: 48601102415

მოკლე აღწერა


პირველადი ცივი დაწურვის კაკაოს კარაქი «Coconuta» არის 100% ორგანული, სუფთა და ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, დამზადებულია განაში, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან.სასარგებლო თვისებ... კითხვის გაგრძელება...

მოკლე მახასიათებლები


მოცულობა - 1000გრ
მწარმოებელი ქვეყანა - განა
ყველა მახასიათებლის ნახვა

55.00₾

  • ხელმისაწვდომობა: ამოწურულია

პირველადი ცივი დაწურვის კაკაოს კარაქი «Coconuta» არის 100% ორგანული, სუფთა და ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, დამზადებულია განაში, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან.

სასარგებლო თვისებები:

ხელს უწყობს ნერვული უჯრედების მუშაობას ( შეიცავს თეობრომინს ).

აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას ( შეიცავს А, Е, С ვიტამინებს).
კურნავს ვირუსულ დაავადებებს.
გააჩნია მატონიზირებელი თვისებები.
კურნავს დამწრობასა და ნაიარევს.
ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობასა და აუმჯობესებს მის აქტივობას.
აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
ხელს უწყობს წონაში კლებას.
კურნავს ბუასილს.
კურნავს სოკოვან დაავადებებს.
აქრობს მშობიარობის შემდგომ დარჩენილ სტრიებს.
აძლიერებს თმის ძირებს და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.
აქრობს მიმიკურ ნაოჭებს, კვებავს და ატენიანებს კანს.

კაკაოს კარაქის თვისებები იმდენად მრავალფეროვანი და მრავალპროფილურია, რომ მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ კოსმეტიკურ სფეროში, არამედ მედიცინასა და კულინარიაშიც.

კაკაოს კარაქი გამოიყენება:




 მედიცინაში.

გრიპისა და გაციების, ხველის, ბუასილისა და შეკრულობის დროს, ქოლეცისტიტის, ეგზემის, დამწრობისა და სხვა სახის ნაიარევის მკურნალობის მიზნით.

 კოსმეტოლოგიაში.

ატენიანებს სახისა და სხეულის კანს, აქრობს თვალების ქვეშ გაჩენილ შავ წრეებსა და შესიებას, აძლიერებს და კვებავს თმას, ხელს უწყობს რუჯის მიღებას.

 კულინარიაში.
ფაფებისა და სალათების შესაკმაზად, საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, შოკოლადისა და სხვა ტკბილეულის დასამზადებლად.


აფრიკის ოქრო“ - ასე მოიხსენიებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები შიის კარაქს 

 ბოლო წლებში, შიის კარაქი მეტად პოპულარული გახდა და მასზე მოთხოვნა აფრიკის კონტინენტს გასცდა.
პროდუქტი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, უამრავი კოსმეტიკური საშუალების შეუცვლელ ინგრედიენტად იქცა.
 თქვენი საყვარელი ბრენდი “Coconuta” გთავაზობთ მაღალხარისხიან, ნატურალურ, არარაფინირებულ შიის კარაქს, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და 100% ორგანულია.
რას შეიცავს შიის კარაქი ?
• ვიტამინებს А, Е და F.
• 80%-მდე მცენარეულ ცხიმებს.
• მჟავებს: ოლეინის; სტეარინის; პალმიტის; ლინოინის.
რისთვის არის სასარგებლო შიის კარაქი?
ეს პროდუქტი, თავისი გამაჯანსაღებელი თვისებების გამო, აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ის საოცრად კვებავს და ატენიანებს კანს, სძენს მას ელასტიურობას, სიგლუვესა და ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას.
 ასევე პროდუქტს გააჩნია რეგენერაციის თვისება, ის წარმატებით ებრძვის სხეულზე გაჩენილ შავ წერტილებს და გამონაყარს, კურნავს კანის აქერცვლას.
 შიის კარაქის გამაჯანსაღებელი თვისებები, ხელს უწყობს კანის უჯრედებში კოლაგენისა და ელასტინის სინტეზს. რის შედეგადაც კანი უფრო ახალგაზრდა,ელასტიური და სუფთა ხდება
 შიის კარაქი აჩქარებს თმების რეგენერაციის პროცესს, მისი რეგულარულად გამოყენება აჯანსახებს და ახშირებს თმას.
 შიის კარაქი ხელს უწყობს კანზე ჭრილობებისა და შრამების შეხორცებას. ასვე აქრობს კანზე გაჩენილ სტრიებს.
 შიის კარაქის რეგულარული გამოყენება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან.
 კულინარიაში ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ცხიმის შემცვლელი, მასზე ამზადებენ ნამცხვრებსა და დესერტებს.
Products
მოცულობა 1000გრ
მწარმოებელი ქვეყანა განა