ინფორმაცია
ძიება

კირის ნადების მოსაშორებელი უნივერსალური გამწმენდი საშუალება

ბრენდი: HG
პროდუქტის კოდი: 8711577079215

მოკლე აღწერა


კირის ნადების მოსაშორებელი უნივერსალური გამწმენდი საშუალება  არის ეფექტური საშუალება, რომელიც მომენტალურად წმენდს და აღადგენს სანტექნიკის ბზინვარებას, აშორებს ცხიმის, კირის და საპნის ნადებს სხვადასხვა ზედაპირებიდან სააბა... კითხვის გაგრძელება...

მოკლე მახასიათებლები


მოცულობა - 500მლ
მწარმოებელი ქვეყანა - ნიდერლანდები
გამოყენების ადგილი - სააბაზანო ოთახი
პროდ. ტიპი - საწმენდი საშუალება
განკუთვნილია - კირის ნადებისგან
ყველა მახასიათებლის ნახვა

18.10₾

  • ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია

კირის ნადების მოსაშორებელი უნივერსალური გამწმენდი საშუალება  არის ეფექტური საშუალება, რომელიც მომენტალურად წმენდს და აღადგენს სანტექნიკის ბზინვარებას, აშორებს ცხიმის, კირის და საპნის ნადებს სხვადასხვა ზედაპირებიდან სააბაზანო ოთახებში და ტუალეტებში.
იდეალურად უხდება პრიალა, ემალირებულ, ქრომირებულ, პლასტმასის და შეღებილ ზედაპირებს. არ იწვევს ზედაპირის გაუფერულებას.
არ ტოვებს ლაქებს. რეგულარული გამოყენებისას ხელს უშლის კირის ნადების გაჩენას. არ შეიცავს აბრაზივებს. ძალიან ეკონომიურია გამოყენებაში.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

1.  გამოიყენეთ კონცენტრირებულ ან წყალთან განზავებულ მდგომარეობაში პროპორციით 1:10 (1 წილი ხსნარი, 10 წილი წყალი). ვანის საწმენდად ყოველთვის გამოიყენეთ საშუალება განზავებულ მდგომარეობაში.
2.  წაუსვით საშუალება ღრუბელის გამოყენებით და დატოვეთ რამოდენიმე წუთით.
3.  ჩამორეცხეთ საშუალება ზედაპირიდან წყლის დიდი ოდენობით. გამოიყენეთ ღრუბელის უხეში მხარე ძნელად ამოსაყვანი ლაქებისთვის.
4.  საშხაპის თავი: იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე ცუდად მუშაობს კირის ნადების გამო, მოათავსეთ საშხაპის თავი კონცენტრირებულ ხსნარში 30 წუთით, შემდეგ მოუსვით ჩოთქი და გარეცხეთ წყლით.
5.  მინის ზედაპირები, რომლებმაც დაკარგეს ბზინვარება: წაუსვით ხსნარი 10 წუთით (1 წილი ხსნარი, 10 წილი წყალი), შემდეგ მოუსვით ჩოთქი და გარეცხეთ წყლით.

Products
მოცულობა 500მლ
მწარმოებელი ქვეყანა ნიდერლანდები
გამოყენების ადგილი სააბაზანო ოთახი
პროდ. ტიპი საწმენდი საშუალება
განკუთვნილია კირის ნადებისგან
მსგავსი პროდუქტები